პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - 55 წლის მარკ ესპერი ვეტერანი სამხედრო და ფილოსოფიის დოქტორია
მსოფლიო - 11:44, 24 Jul, 2019     760
აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით თავდაცვის მინისტრის პოსტზე მარკ ესპერის კანდიდატურა დაამტკიცა.


ესპერმა უკვე მიიღო ფიცი აშშ-ის დონალდ ტრამპის თანდასწრებიტ, რომლის მიერაც იყო მისი კანდიდატურა წარმოდგენილი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტური იყო ბოლო 7 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის საგარეო, განსაკუთრებით კი თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო პოსტდან ჯეიმს მეტისი გადადგა.

პენტაგონის მეთაურის პოსტი ამდენი ხანი ვაკანტური 70 წელია არ ყოფილა.

მარკ ესპერი თავად ყოფილი სამხედროა, ის სპარსეთის ყურეში პირველი ომის დროს მსახურობდა, როდესაც აშშის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კოალიციამ ერაყის მიერ დაპყრობილი ქუვეითი გაათავისუფლა. შემდეგ ის საჰაერო-სადესანტო დივიზიაში მსახურობდა.

ესპერს მხარი 90-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ 8, რაც იმას ნიშნავს რომ მისი კანდიდატურა ორივე პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა.

სენატში მოსმენის დროს მარკ ესპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი თვალსაზრისით აშშ-ის შეიარაღებლმა ძალებმა ერთდროულად რამდენიმე მიზანს უნდა მიაღწიოს: მოდერნიზაციას, იყოს მზად დიდ სახელმწიფოთა შორის კონკურენციის ახალი ეპოქისთვის, შეინარჩუნოს ტერორისტულ ორგანიზაციების და მათ მიერ დაფუძნებული ე.წ სახელმწიფოევის დამარცხების შესაძლებლობა, ასევე გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-ის მოკავშირეებთან.

55 წლის ესპერი განათლებით სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი და ფილოსოფიის დოქტორია, პარტიით რესპუბლიკელი, სამხედრო წოდებით კი ვიცე-კოლონელი / ვიცე-პოლკოვნიკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42