ცერებრალური დამბლა და ეპილეფსიური შეტევები - 13 წლის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:11, 23 Jul, 2019     1530

13 წლის წინ ლუკა მჟავანაძის დედა ბედნიერი ქალი იყო. ის პირველ შვილზე იყო ორსულად! წარმოდგენილი ჰქონდა, თუ როგორი საყვარელი შვილი ეყოლებოდა, როგორ დაიწყებდა გი საუბარს...

მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა...

ბიჭუნა ცერებრული დამბლით დაიბადა. დროთა განმავლობაში მას ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო, მხედველობის პრობლემები შეექმნა. დღითიდღე მისი მდგომარეობა უარესდებოდა...

ლუკას მამა გარდაიცვალა, დედას ბავშვის გადასარჩენად ყველაფრის გაკეთება მარტოს მოუწია...

როგორც მან გვითხრა, ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ლუკას სტამბოლში ორი ოპერაცია გაუკეთა, რის შემდეგ ბავშვი ფეხზე წამოდგა.

„მისი მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა, რეაბილიტაციის კურსს თუ არ გავაგრძელებთ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ლუკა ძალიან ძლიერი ბიჭია, სიცოცხლით სავსე და მთელი ძალიათ იბრძვის გადარჩენისთვის“, - ამბობს გვრიტუნა, ლიკას დედა.

- გვრიტუნა, ხელისუფლებიდან არავინ დაგხმარებიათ?

- მადლობა ღმერთს, კი! ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 2 თვეში ერთხელ სარეაბილიტაციო კურსს გვიფინანსებს, რომელიც 10 პროცედურას მოიცავს. ეს ლუკასთვის არაა საკმარისი, ამიტომ ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარება გვჭირდება.

-სად ცხოვრობთ ახლა? სახლი გაქვთ?

-საკუთარი საცხოვრებელი ჩვენთვის ფუფუნებაა. ახლა სოფელ ქობულეთში ჩემ ძმასთან ვცხოვრობთ, დროებით. მან შეგვიფარა. არ მაქვს ფული იმისთვის, რომ ბინა ვიქირავო. რომც მქონოდა, ლუკას ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოვახმარდი.

სახელმწიფო ლუკას მხოლოდ პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსიას - 200 ლარს აძლევს. დედა-შვილს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი არ აქვს. მიზეზი -რეაბილიტაციის დროს ლუკას ავტომობილით ტრანსპორტირებაა, რომელსაც დედას ძმა ათხოვეს ხოლმე.

ლუკას ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური კვება, რეაბილიტაციის სრულყოფილი კურსი კი საშუალებას მისცემს მას ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

მეგობრებო, ბევრ ჩვენგანს ჰყავს შვილები და მათთვის ჩვენ მხოლოდ საუკეთესო გვემეტება. მოდით ვიზრუნოთ თუნდაც ერთხელ სხვის შვილებზე. ერთად გადავარჩინოთ და დავუბრუნოთ მათ სიცოცხლის ხალისი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ და გადარიცხოთ თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა მჟავანაძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/484-mjavanadze/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42