თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მომავალშიც აქტიურად გეგმავს საერთაშორისო სტუმრებისთვის გასვლითი ღონისძიებების განხორციელებას, რათა აზიარონ ისინი ქართულ ისტორიას, კულტურას და ამით, წვილილი შეიტანონ ქვეყნის ტურისტული იმიჯისა და პოტენციალის განვითარებაში.
გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia არის სოციალური კამპანია, რომელიც სამოქალაქო აქტივობის შედეგად სოციალურ ქსელში დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. თავდაპირველად, კამპანია Facebook ჯგუფში რამდენიმე ათას ქართველ და უცხოელ მოქალაქეს აერთიანდებდა, რომლებიც ერთმანეთს საქართველოში მოგზაურობის შესახებ გამოცდილებას უზიარებდნენ. დღეს ამ ჯგუფს 270 000-მდე მომხმარებელი ყავს, ხოლო კამპანიის საზღვრები სოაციალურ ქსელს გასცდა და ის აერთიანებს სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციების ინიციატივებსა და აქტივობებს ქართული ტურიზმის ხელშესაწყობად. კამპანიის მიზანია მსოფლიოსთვის ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, ის ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოუწოდებს საკუთარ აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს გაატარონ ზაფხული სამშობლოში. ქართული საზაფხულო არდადეგებისთვის კი თსსუ-ის სტუდენტებს, უნივერსიტეტი Instagram-ის ოფიციალურ ანგარიშზე - @tsmu_edu გამოწვევაში ჩართვას სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები






