რუსი მოკრივე, მაქსიმ დადაშევი გარდაიცვალა ამერიკაში კრივის დროს მიღებული ტრავმისგან ,- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ТАСС.
შაბათს საღამოს დადაშევი იღებდა მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კრივში, ამერიკაში , მერილენდის შტატში, ოქსონ ჰილში პუერტო-რიკოელი მოკრივეს, სუბრიელ მატიასის წინააღმდეგ. დაპირისპირებამ გასტანა მე-11 რაუნდამდე, რომლის შემდეგაც რუსი სპორტსმენის მძიმე მდომარეობის გამო მისმა სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ბრძოლის შეწყვეტის თაობაზე. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოკრივე გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელსაც დაუდგინდა ტვინის შეშუპება. დადაშევს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია თავის ქალაზე , თუმცა მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე აღმოჩნდა , რომ იგი მალევე გარდაიცვალა.
სპორტსმენი 28 წლის იყო, მან პროფესიონალურ კარიერაში 14 ბრძოლა გამართა , სადაც 13-ჯერ გაიმარჯვა, თუმცა ბოლო დაპირისპირება მატიასთან მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






