თბილისის ქუჩებში ტაქსი წარწერით #მაიასთვის გამოჩნდა. ეს შვილების ერთობლივი წამოწყენაა, რომლებმაც ლეიკემიით დაავადებული დედისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს.
დედა ამჟამად თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება, რომელსაც მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ესაჭიროება რაც, 150 000$ ღირს.
"მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.
მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.
p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად((
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით" - წერს ნიკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ" საქართველოს ბანკი GEL- EUR- USD GE95BG0000000161310779, TBC ბანკი GEL - EUR - USD - GE28TB7739345064300013 TBC
მიმღები რატი ქართველიშვილი, პ/ნ 01019072195, 591 819 819
მასალის გამოყენების პირობები






