სკანდალური ღამის შემდეგ, „რეგიონ ფეშენ“ ვიქის“ წარმომადგენლებმა გორი დატოვეს. იქამდე კი, ინგა სიორიძემ და იოსებ კავკავაშვილმა განაცხადება გააკეთეს და პოსტ-TV, გუშინდელი ღონისძიების მიზანმიართულ ჩაშლაში, კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.
სიორიძე და კავკავაშვილი ამტკიცებენ, რომ განვითარებული მოვლენების გამო მათ დიდი ფინანსური ზიანი მიადგათ და ამასთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, რის გამოც საქართველოდან წავიდნენ.
„ამას ასე არ დავტოვებთ, იურისტთან გავივლით კონსულტაციებს და სამართლებრივ მიმართულებას მივცემთ.“-აცხადებენ ორგანიზატორები.
საქართველოდან წავიდა დიზაინერი გიორგი მასხულია, რომლსაც პოსტ-TV-ს სახე, ნინო ადამაშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მასხულიამ თმით ითრია და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
მასხულია ახლა თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებს, ნინო ადამაშვილი კი გორში, ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება და პოლიციისაგან, დაზარალებულის სტატუსს ელოდება.
„მასხულიამ თმით მათრია, თავი მტკივა. გუშინ ექიმთანაც ვიყავი და დამამშვიდებლები გამიკეთეს, მაგრამ თავის ნახევარი მხარე მაინც მტკივა. არ შევარჩენ მასხულიას. რაც შეეხება ბრალდება, რომ პოსტ-TV-მ ჩაშალა საღამო, არის სიცრუე“-აცხადებს ადამაშვილი.
გიორგი მასხულია ამტკიცებს, რომ მასხულია ცრუობს და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
„არაფერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, მივედი და ხმამაღალი ტონით ვუთხარი, ხედავ რა დღეშია შენი მეგობარი-თქმო?! მაგას შეეძლო ეთქვა თავის თანამშრომელი რობერტო მავანისთვის არ ჩამოსულიყო გორში.“-ამბობს მასხულია.
მასხულიასა და ადამაშვილის საქმეზე შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, გუშინ ღამით გორში „რეგიონ ფეშენ ვიქის“ დასკვნითი ღონისძიება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რესტორან „მზიურში“ რობერტო მავანი გამოჩნდა. ,,ფეშენ ვიქის“ ორგანიზატორები მას შენობის დატოვებას სთხოვდნენ, რაზეც თავდაპირველად უარი მიიღეს. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფოს მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გორი „რეგიონ ფეშენ ვიკს“ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, მოდების ფესტივალი გუშინ უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე „ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა და ამ დრომდე „გორმედში“ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დდაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ გადადებას რესტორან „მზიურში“ გამართვა არჩიეს რადგან, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






