"ქმნის ათასნაირ ბარიერს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ იძინოს მშვიდად"- შეკვეთილში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ივანიშვილის რეზიდენციამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტეს
საზოგადოება - 17:24, 23 Jul, 2019     1222
შეკვეთილში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ივანიშვილის რეზიდენციამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტეს და რეზიდენციასთან ახალი ჯებირები აღმართეს.


აქციის ორგანიზატორების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესებს არ იცავს და პირიქით, ჩართულები არიან ბარიერების მოწყობაში.

„გუშინ უკვე გააღრმავა ეს თხრილი, კიდევ ფიქრობს, რომ ამ თხრილს ვერ გადავალთ და მინდა ვუთხრა, რომ გადავალთ ამ ღრმა თხილს, შემდეგ სამაშველო სამსახური გადმოიყვანეს, გააკეთეს ბამბუკებისგან ხელოვნურად ღობე და ქმნის ათასნაირ ბარიერს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ იძინოს მშვიდად. მე მას მინდა, ვუთხრა, რომ ბულგარეთამდე რომ შეღობოს ზღვა, ზღვას გადავცურავთ, მივალთ მის ფანჯარასთან და ვეტყვით, რომ გახარიას ჩაკიდოს ხელი და დატოვოს საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მამუკა კომახიძემ.

აქციის ორგანიზატორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესო ქათამაძე ამბობს, რომ ხელოვნური ბარიერები სამართალდამცავების დახმარებით მოეწყო.

„ფიქრობს ოლიგარქი და მის დაქვემდებარებაში, მსახურებაში არსებული პოლიციური, მერიის, გარემოს დაცვის და სახელმწიფო უწყებები, რომლებიც კანონგარეშე ქმედებებს ჩადიან და ერთი კაცის მსახურებაში არიან გადასული, ფიქრობენ, რომ თუ გადათხრიან, თუ ჩახერგავენ, თუ რაღაც საინჟინრო დაბრკოლებებს მოაწყობენ, ჩვენ პროტესტს შევწყვეტთ,“ - განაცხადა ქათამაძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პერმანენტული აქციები გაგრძელდება. ისინი უკვე ერთი თვეა, ითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის მოწყობის გამო გადადგეს შს მინისტრი. ისინი ასევე, აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42