სკანდალი და ფიზიკური დაპირისპირება გორის ფეშენ ვიქზე - დიზაინერი გიორგი მასხულია და წამყვანი ნინო ადამაშვილი პოლიციაში გადაიყვენეს (ფოტოები ადგილიდან)
შემთხვევა - 21:42, 22 Jul, 2019     26262

ორში ხმაურია, რესტორან “მზიურში” პოლიცია გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან POSTV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. “ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში POSTV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რესტორნიდან “რობერტო მავანის“ წასვლა მოითხოვეს, შენობა დატოვეს.

ამის შემდეგ კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. POSTV-ის წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება. ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყობს და ირწმუნება, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის.

მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისვის, გორი „რეგიონ ფეშენ ვიკს“ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, მოდების ფესტივალი დღეს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე „ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა და ამ დრომდე, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ გადადებას რესტორან „მზიურში“ გამართვა არჩიეს რადგან, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42