სტეფენ ნიკოლსონს სასამართლომ 33 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის, რომელიც მისგან ბავშვს ელოდებოდა. 25 წლის მამაკაცს არასრულწლოვანთან დიდი ხნის საიდუმლო ურთიერთობა აკავშირებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მსხვერპლს.
გარდაცვლილი გოგონას მამამ, ანდი მაქიუმ განაცხადა : ,,მე ბედნიერი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის იმსახურებს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარებას, თუ მას სინდისი გააჩნია იგი არასოდეს გამოვა საკნიდან’’.
ბოროტმოქმედმა მსხვერპლს მისი საცხოვრებელი სახლიდან 2 მილის მოშორებით, 27-ჯერ მიაყენა ჭრილობა, მკერდისა და მკლავის მიდამოებში, რომლის შემდეგაც 13 წლის არასრულწლოვანი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურორმა, უილიამ მასლიმ, სასამართლოზე წაიკითხა გარდაცვლილი გოგონას მიერ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დაწერილი წერილი, რომელშიც იგი ნიკოლსონს მიმართავდა : ,,მე გადამიცდა 2 თვე და ვფიქრობ, რომ შენგან ორსულად ვარ’’. ნიკოლსონს პროკურორმა ჰკითხა, რომ მისი ნამოქმედარი გამოწვეული იყო თუ არა იმის გამო, რომ გოგონა თხოვდა მას ფულს და ემუქრებოდა იმით, რომ მოუყვებოდა დედას მომხდართან დაკავშირებით , რაზეც მკვლელმა უპასუხა , რომ მას ეს საკითხი არც კი აინტერესბდა.
მასალის გამოყენების პირობები






