ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება (ფოტოები)
საზოგადოება - 15:53, 20 Jul, 2019     2117

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი, რომლის პარალელურად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" ხელმოწერებს აგროვებს - ინფორმაციას ამის შესახებ "ლაივპრესი" ავრცელებს.

მოძრაობის ხელმძღვანელის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პარალელურად ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან ამიოღონ ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია".

მისივე ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა რაც ხელმოწერებს აგროვებენ და დაახლოებით 20- ათასამდე აქვთ. მანვე განმარტა, რომ ტრაპეზი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით და ბიზნესმენ გიორგი ბერიშვილის ფინანსური დახმარებით ჩაატარეს.

ლგბტ თემის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველო"ჟურნალისტებს 17 ივლისს გააცნო. მან ბრიფინგზე დაასახელა მოთხოვნებიც. კერძოდ:"საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ამოიღონ სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია" 2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ე.წ. ლგბტქ და არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროვება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლებით და სხვა."

ფალავანდიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხელმოწერებს პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე წარუდგენს და გადაწყვეტილებას ერთი თვის მანძილზე დაელოდება. მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პირველი ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42