ირანმა სპარსეთის ყურეში ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის გადამზიდი ტანკერი, ,,სტენა იმპერო’’ დააკავა, რომელიც ამ დრომდე ირანელთა კონტროლის ქვეშაა. მომხდართან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა ბრიტანეთის მთავრობამ და თეირანის მოქმედებები. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა , ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ძალზე ნეგატიურ შედეგებს მიიღებს ირანი იმ შემთხვევაში თუ ბრიტანულ ტანკერს ,რომელიც ორმუზის სრუტეში დააკავა ,არ გაათავისუფლებს.
,,ჩვენ არ განვილიხავთ სამხედრო ოპერაციის განხორციელების საკითხს ამ ეტაპზე , ვეძებთ დიპლომატიურ გზებს ესკალაციის თავიდან ასარიდებლად , მაგრამ ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვითხოვთ ირანისგან სიტუაციის აღმოფხვრას’’ ,- განაცხადა ჰანტმა.
მომხდარ საკითხზე მედიასთან განცხადებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა : ,, ჩვენ არ გვყავს ბევრი ტანკერი სპარსეთის ყურეში, მაგრამ გვყავს ძალზე ძლიერი და მოქნილი სამხედრო ძალები ’’.
მასალის გამოყენების პირობები






