კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01 საათიდან 08 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ექვთიმე მთაწმინდელის, მაჭავარიანის, ფერცულიანის, ბერიტაშვილის, ართმელიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, მარუხის გმირთა და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, ქურდიანის, გორის, ბაგრატიონის, ცემის, ზუგდიდის, ცაბაძის, იამანიძის, ფოთის, სოხუმის, მაიაკოვსკის, ვორონინის, მეტრეველის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






