33 ადამიანის სიკვდილში ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარი განზრახვა შურისძიების მოტივით ახსნა
მსოფლიო - 17:23, 19 Jul, 2019     1124

იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე, რომლის შედეგადაც 33 ადამიანი გარდაიცვალა, პოლიციამ გამოავლინა დამნაშავე, 41 წლის შინჯი აობა, რომელსაც როგორც აღნიშნეს, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მან თავისი დანაშაულებრივი ქმედება იმით ახსნა, რომ კომპანიამ თავისი ნაშრომი მოპარა, რომლის განხორციელებაც სურდა, რის გამოც შური იძია.

პოლიციის განცხადებით, ბოროტმოქმედი შეიჭრა კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში, სადაც მან კედლებს შეასხურა ბენზინი და ცეცხლი წაუკიდა. ეჭვმიტანილი დააკავეს და ცეცხლის შედეგად მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანიმეს სამ- სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა ხუთშაბათს 10:30 საათზე, რომელიც ძალზე სწრაფად მოედო მაღალ სართულებს, სადაც არაერთმა ადამიანმა მიიღო მძიმე დამწვრობა, რომელთაგან უმრავლესი მათგანი გარდაიცვალა. მეხაძრეებმა 33 გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს შენობაში და 36 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

იაპონური მედიის განცხადებით, 41 წლის ბოროტმოქმედმა 40 ლიტრი საწვავი იყიდა ანიმაციურ სტუდიასთან ახლომდებარე ბენზინ გასამართ სადგურზე, რომელიც შემდგომში შენობის დასაწვავად გამოიყენა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე იპოვა ის ბენზინის კონტეინერები , რომლებიც შინჯი აობას ჰქონდა თან .

კიოტოს ანიმაციური სტუდიის დირექტორმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კომპანია გარკვეული ხნის მანძილზე სისტემურად იღებდა წერილებს, სადაც მათ განადგურებით ემუქრებოდნენ.

Kyoto animation - ანიმეების შემქნმელი ერთ-ერთი ძალზე ცნობილი სტუდიაა , რომელიც 1981 წელს დაარსდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42