ბილაინის მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა
საზოგადოება - 12:32, 17 Jul, 2019     777

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.

„სულ სხვა ჰაკათონის“ ორგანიზატორი ახალგაზრდული გაერთიანება EUhack-ია, რომელიც ხელმძღვანელობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს და ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე. მარათონში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს ახალგზრდა ინჟინრებმა, პროგრამირების სპეციალისტებმა, დეველოპერებმა და დიზაინერებმა, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო - შექმნან ინოვაციური პროდუქტი ან განავითარონ უკვე არსებული.

„სულ სხვა ჰაკათონი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ნაცვლად 48 საათისა, დაახლოებით 27 საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეა, მისი განხორციელების გზა და ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალში გადასულ მონაწილე გუნდებს უკვე დაევალათ საკუთარი იდეების განხორციელება, პროტოტიპების შექმნა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. ჰაკათონის პირველი ეტაპი 29-30 ივნისს გაიმართა და მასში 180-მდე მონაწილე იყო ჩართული. გამოვლენილი 11 ფინალისტი კი 14 ივლისს წარსდგა ჟიურის წინაშე და 3 საპრიზო ადგილი გაინაწილა:

§ პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Wave Tech ხელთათმანის შექმნისთვის, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია აკრიფოს შეტყობინება და გააგზავნოს;

§ მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Cash Flow, რომელმაც შექმნა აპლიკაცია და ვებგვერდი საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდისა და მათთვის ინოვაციური მომსახურებების შეთავაზებისთვის;

§ მესამე საპრიზო ადგილი კი დაიკავა გუნდმა კოკო - აპლიკაცია, რომელიც ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს მცენარეების დარგვისა და მოვლის მსურველებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42