"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
საზოგადოება - 01:55, 17 Jul, 2019     44412
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებლობაზე დაღუპული მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა, რომელიც სოფელ აფენის თემში შედის. აფენში


არსებული ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, ბეშკენაძეებს თავს ტრაგედია დაატყდა. გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა გარდაცვლილის უფროსმა ძმამ. ოჯახის მამა შვილზე დარდს ვერ გაუმკლავდა და შვილის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გიორგი ბეშკენაძე მშობლიურ სოფელში ჯერ არ ჩაუსვენებიათ.


შეგახსენებთ, დღეს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მოზარდმა ობიქტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდარზე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტება გაკეთდა, სადაც დაადასტურეს, რომ სამშენებლო ობიექტზე დარღვევები იყო.


უწყების წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოების არც ერთი ნორმა არ იყო დაცული, რომლების გათვალისწინებაც სავალდებულო იყო. ამ დროისთვის ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42