ვერძი - ისინი მტკიცედ უნდა დაუხვდნენ ქარიშხალს, ცხოვრებაში შეიჭრება. მართალია ეს არ იქნება სასიამოვნო პროცესი. პარტნიორი წარსულში ჩადენილი შეცდომებისთვის მოგთხოვთ პასუხს, თქვენ კი მის აწმყოში აღმოაჩენთ უსიამოვნო ფაქტებს. შესაძლოა ჩხუბისას ერთმანეთი არ დაინდოთ და ისეთი სიტყვები უთხრათ, რომელსაც მომავალში ინანებთ. მოუხმეთ შინაგან ძალას და თავის გაკონტროლება სცადეთ.
თევზი - მათ 17 ივლისს მოგაკლდებათ საყვარელი ადამიანის ყურადღება. გახსოვდეთ, თუ ციკლონი დატრიალდება, მას მსხვერპლი აუცილებლად მოჰყვება. მკაცრად გააკონტროლეთ საკუთარი ტონი. ნუ გამოიყენებთ ცინიზმს პარტნიორთან შესაბრძოლებლად.
თხის რქა - დღეს ზოდოაქოს ამ ნიშნებს მეორე ნახევრები ჭკუიდან გადაიყვანენ. შესაძლოა წყვილები დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს. არ არსებობს იდეალური ურთიერთობები, ყველა წყვილი კამათობს, ჩხუბობს, ერთმანეთს აგიჟებს, შემდეგ კი მიტევებითა და ბოდიშის მოხდით, ადამიანები ერთმანთს მიყენებულ ჭრილობებს უამებენ. თუ პარტნიორი გიყვართ, მისთვის იბრძოლეთ.
კურო - კუროებს 17 ივლისს უთანხმოებას უნდა ელოდონ. კუროს გაბრაზება ძალიან რთულია, მაგრამ თუ ყელში ამოუყვანეს, შეუჩერებელია! ნებისმიერ ქარიშხალზე დაუნდობელი ხდება. თუ გსურთ, რომ კამათი ზღვარს არ გადავიდეს, გაეცალეთ საყვარელ ადამიანს და მხოლოდ მაშინ, როცა ორივე დამშვიდდებით, გაუზიარეთ ერთმანეთს, რა გტკივათ, რა გაწუხებთ და რას შეცვლიდით.
მასალის გამოყენების პირობები






