კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 17 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების III, IV, V, VI ქუჩების, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის და ბაკურციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის, გუდიაშვილის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეველეს, ლომოურის, აბდუშელაშვილის, ცუცქირიძის და სამოქალაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და დიღმის მასივის I, II კვარტლების მაცხოვრებლებს.
ჩუღურთის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრუკენის მოედნის, რომის, ჭოროხის, კოლხეთის, კიევის, კოტე და სოსო წერეთლების და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






