ტექნოგიგანტმა, სონიმ, წარმოადგინა თვალის ლინზის ახალი ტექნოლოგია, რომლის მსგავსი მხოლოდ ჯეიმს ბონდის ფილმებში თუ გვინახავს. ახალი ინოვაციის საშუალებით, სონის მიერ დამზადებულ კონტაქტურ, ,,ჭკვიან'' ლინზებს შეეძლებათ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება თვალის დახამხამებით .
მიუხედავად აქტიური მუშაობებისა, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე ფიქრი, თუ როდის ვიხილავთ ბაზარზე სონის მიერ შემუშავებულ ნანოტექნოლოგიებით დამზადებულ ჭკვიანი თვალის ლინზებს ბაზარზე, რადგან ამ დრომდე მიმდინაროებს დაკვირვებები პროდუქტზე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სონის უახლესი ტექნოლოგიის ლინზას ექნება სურათის გადამღები მექანიზმი, ცენტრაული კონტროლის სისტემა, გადამცემი ანტენა, აგრეთვე ინფორმაციის შენახვისთვის განკუთვნილი სივრცე და პიეზოლექტრიკული სენსორი, რომელიც წნევას, ტემპერატურასა და აჩქარებას განსაზღვრავს.
ზემოხსენებული სენსორი პასუხისმგებელია, კონტროლი გაუწიოს ქუთოთოების ბუნებრივად და ხელოვნურად დახუჭვის პროცესს, რომლის წყალობითაც ლინზის ხელოვნური ინტელექტი გაარჩევს ერთმანეთისგან, როდის ხდება თვალის დახუჭვა შეგნებულად და როდის ქვეცნობიერად , შესაბამისად, ლინზა მოახდენს სურათის გადაღებას მაშინ, როდესაც ადამიანი გამიზნულად ახდენს ქუთუთოების დახუჭვას.
როგორც ცნობილია , ქვეცნობიერი თვალის დახუჭვის პროცესი 0.2 -იდან 0.4 წამმადე გრძელდება, ხოლო სონის ლინზა კი მაშინ გადაიღებს ფოტოს, როდესაც ადამიანის მიერ შეგნებულად ქუთუთოს დახურვის ხანგრძლივობა აღემატება 0.5 წამმს.
ნანოტექნოლოგიურ ლინზაში ჩაშენებული იქნება ანტენა , რომელიც ენერგიას უსადენოდ მიიღებს სმარტფონიდან , ტაბლეტიდან ან კომპიუტერიდან.
მიუხედავად სონის ლინზის მომხიბვლელი მახასიათებლისა, ნანოტექნოლოგიური ლინზის სერიულ წარმოებაში მიღების თარიღი ამ დრომდე უცნობია გაურკვეველი ვადით.
მასალის გამოყენების პირობები






