"დე, ეტლიდან რომ ავდგები,ბოტასებს ხომ მიყიდი?... ეს იყოს უკანასკნელი სიტყვები" - 15 წლის ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 14:53, 16 Jul, 2019     2802

15 წლის მათე ხარბედია, უკვე სამი წელია, რაც სიკვდილს ებრძვის. ის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვერ ხედავს, არ ესმის, ვერავის სცნობს...

11 თვის ასაკში ბავშვმა წითელა გადაიტანა, მაშინ ამ დაავადებამ თავი არ იჩინა. ჩვეულებრივად ჩაიარა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია.

მათე ჯანმრთელად იზრდებოდა, დადიოდა სკოლაში, თამაშობდა თანატოლებთან, იყო მოუსვენარი და ენერგიული! სულ ვიღაცის დასახმარებლად მიიჩქაროდა, ხან შეშა მიჰქონდა მეზობელთან, ხან წყალი... ვინ იფიქრებდა, რომ სიცოცხლით სავსე ბავშვი ლოგინიდან ვერ ადგებოდა?

მათეს დედასთან ამ ტრაგედიაზე საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. ნანა ცრემლებს ვერ იკავებდა... საუბრისას ტიროდა. არაფერია იმაზე საშინელი, უყურო შვილის ტანჯვას და ვერ შველი. ღმერთმა დაიფაროს ყველა დედა ბედის ასეთი უკუღმართობისგან...

- ნანა, იქნებ შეძლოთ და მოგვიყვეთ, როგორ დაემართა ეს ტრაგედია მათეს?

ნანა მეფარიშვილი: 12 წლის რომ გახდა, ადვილად იღლებოდა, ერთხელ დაიკარგა, სახლს ვერ მიაგნო... გვეგონა გარდატეხის ასაკის ბრალი. დროთა განმავლობაში სიტყვები დაავიწყდა, წინადადებებს ვერ ადგენდა... ხოლო როდესაც წაიქცა და ვეღარ ადგა, განგაში ავტეხეთ. თავდაპირველად რევმატიზმებს ვმკურნალობდით, შემდგომ გულის პრობლემები გვეგონა, თუმცა მისი მდგომარეობა ყოველ დღე უარესდებოდა, დროთა განმავლობაში დაკარგა სმენა და მხედველობა... ახლა კი, მხოლოდ აპარატის მეშვეობით სუნთქავს, სხვა არაფერი შეუძლია.

- ბოლოს რა გითხრათ, თუ გახსოვთ?

ნანა მეფარიშვილი: რა თქმა უნდა, ეგ როგორ დამავიწყდებოდა?! მათე ყოველთვის ჭკვიანი იყო, ხვდებოდა რაც ემართებოდა. როდესაც ფეხები წაერთვა, მთხოვა მისი სურათი მეჩვენებინა, დახედა და თქვა: „ეჰ, მათე, მათე, საწყალო, რა მაგარი ბიჭი იყავი და ახლა რა გჭირს, ადექი ერთი გაიქეცი... დე, ეტლიდან რომ ავდგები, ახალი ბოტასებს ხომ მიყიდი?“ - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები...

-მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, როგორ უძლებთ ამ ტანჯვას?

ნანა მეფარიშვილი: მე მათეს გარდა კიდევ სამი ბიჭი მყავს. კახა 20 წლისაა, ლევანი - 18-ის, ხოლო პატარა იოანე - 5-ის. იოანე მაკავშირებს ამ რეალობასთან. კახამ და ლევანმა სწავლას თავი დაანებეს, მეტი დრო რომ ჰქონდეთ სამსახურის საშოვნელად და დასახმარებლად. მათეს მამა, მხოლოდ ორჯერ დაინტერესდა შვილის მდგომარეობით...

ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ, თუმცა დედაჩემს თავადაც სიმსივნე განუვითარდა, წამლებზე უარი თქვა, რომ მათეს არაფერი მოკლებოდა. სამ თვეში დედაც გარდამეცვალა. თებერვალში მამაჩემს გულის შეტევა მოუვიდა, იმავე საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც მათე. მთელი დღეები სართულიდან-სართულზე დავრბოდი... ღმერთო, რა დავაშავე ასეთი?! 3 წელია მათე რეანიმაციაშია, რამდენიმე წუთით მიშვებენ ხოლმე მასთან. განა შეუძლია ადამიანს ამის გადატანა?!

-რით ცხოვრობთ? რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?

ნანა მეფარიშვილი: მათეს პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლების ნაწილს სახელმწიფო გვიფინანსებს, მკურნალობა უფასოა, მაგრამ ჰიგიენური საშუალებები ძალიან ძვირი გვიჯდება. მთელი პენსია ამაზე იხარჯება. ჩემი შვილის მდგომარეობა ურთულესია. ღმერთისა და კეთილი ადამიანების გარდა არავინ დამრჩა დამხმარე. ყველანაირი შესაძლებლობა ამოვწურეთ, აღარაფერი გაგვაჩნია...

-ნანა, როგორც არ უნდა ჟღერდეს მაინც მსურს გკითხოთ. რაზე ოცნებობთ?

ნანა მეფარიშვილი: მათე რომ გონს მოვიდეს... ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება.

დედამ იცის, რომ ამ ავადმყოფობას შეუძლია მათეს სიცოცხლის შეიწიროს, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ უფლის ნებით და კეთილი ადამიანების დახმარებით სასწაული მოხდება და მის ბიჭს ჯანმრთელობა დაუბრუნდება.

მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ შევამჩნიოთ ამ ადამიანების ტრაგედია. ერთად ვილოცოთ მნათესთვის!

ამჟამად ეს ოჯახი თბილისში ცხოვრობს, შეგიძლიათ თავად მოინახულოთ. მათი მისამართია: ვარკეთილი 3, 2 მ./რ., მე-2 კორპ., ბინა 176, ტელ.: 555786176

თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე ხარბედია)

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42