გარდიანის ინფორმაციით, პოლიციამ ჩრდილოეთ იტალიაში დააკავა ნეო-ფაშისტურ იტალიურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული სამი ადამიანი მას შემდეგ, რაც სამმეტრიანი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა, უზარმაზარი რაოდენობა ავტომატური იარაღისა და ნაცისტური სიმბოლიკების ამოიღეს.
ორშაბათს ტურინის პოლიციის მიერ გაცხადებული ინფორმაციის თანახმად , ერთ-ერთი დაკავებული , ფაბიო დელ ბერჯიოლო მონაწილეობდა 2001 წელს სენატის არჩევნებში ნეო-ფაშისტური პარტიის სახელით, თუმცა მისი ჩართვა პოლიტიკაში წარუმატებლად დასრულდა.
პოლიციამ აგრეთვე დააკავა შვეიცარიის ორი მოქალაქე , ალესანდრო მიშელ ალოისე მონტი და ფაბიო ამალიო ბერნარდი, მას შემდეგ , რაც აღმოაჩინა სამ მეტრიანი ჰაერი-ჰაერი კლასის ფრანგული წარმოების, მატრას რაკეტა მათ ანგარში , ლომბარდიის რეგიონში. ეჭვმიტანილი მამაკაცები ცდილობდნენ რაკეტის გაყიდვას, რომელიც როგორც ითქვა, ადრე ყატარის სამხედრო ძალების საკუთრება იყო.
ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან მებრძოლი პოლიციის სპეციალური დანაყოფის ხელმძღვანელმა, კარლო ამბრამ განაცხადა, რომ მათ მოისმინეს სატელეფონო საუბარი ბოროტმოქმედებს შორის , სადაც ნათლად იყო ასახული მათი დანაშაულებრივი განზრახვა თუ , როგორ ცდილობდნენ ისინი რაკეტის გაყიდვას .
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მონაწილეობდნენ აგრეთვე უკრაინის ომში , რუსეთის მიერ დაფინანსებულ სეპარატისტული ბანდფორმირებების რიგებში.
მასალის გამოყენების პირობები






