ამერიკული მედიის ცნობით, დაწყებითი სკოლის ყოფილი მასწავლებელი 13 წლის ბიჭთან სექსის გამო 20 წლით მიეცა პასუხისგებაში სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ზამორას გათავისუფლების შემდეგაც კი შეუნარჩუნდება სექსუალური დამნაშავის სტატუსი.
,,მე არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის საფრთხეს არც ერთ შემთხვევაში . მე კარგი ადამიანი ვარ, რომელმაც დაუშვა შეცდომა და ძალიან ნანობს.’’ ,- განაცხადა დამნაშავემ სასამართლოზე.
პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზამორა არაერთხელ შეხვდა თავის 13 წლის პარტნიორს კლასში და თავის მანქანაშიც, რა დროსაც ხდებოდა მათ შორის სექსუალური ურთიერთობა.
გამომძიებლებმა აღნიშნეს- 11 წლის ბიჭმა აღიარა, რომ მან ნახა, თუ როგორ ჰქონდა სექსი მის მასწავლებელს მისსავე სკოლელ 13 წლის მოსწავლესთან. ბავშვების განცხადებით, 28 წლის მასწავლებელი მათ ანახებდა მისი სხეულის შიშველ ფოტოებს და ,,სექსუალურ შეკითხვებს’’ უსვამდა.
მასალის გამოყენების პირობები






