დეპუტატის და ოჯახის 3 წევრის მკვლელობა - ФСБ-მ ქურდული სამყაროს #1 ბოსი დააკავა
მსოფლიო - 17:19, 15 Jul, 2019     15261
15 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმ“-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახრის თანამშრომლებმა დააკავეს 54 წლის „კანონიერი ქურდი“ ოლეგ შიშკანოვი, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, როგორც შიშკანი ან ოლეგ რამენსკი. შიშკანოვი წუხელ, საკუთარ სახლში, მოსკოვის ოლქის სოფელ პოპოვკაში დააკავეს. შიშკანი პოლიციამ ბოლოს 23 წლის წინ დააკავა და ის საპატრიმროში მხოლოდ ერთხელ იჯდა 80-იან წლებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, 1992 წელს კი „ქურდის ტიტული“ მიიღო.


„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, სამართალდამცავები შიშკანს 7 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში სხდებენ ბრალს. საქმე ეხება რამენსკის რაიონის სათათბიროს დეპუტატის ტატიანა სიდოროვას და მისი ოჯახის 3 წევრის მკვლელობას.

2012 წლის 21 თებერვალს სიდოროვა რამენსკის რაიონის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე არ მივიდა, თანამშრომლებმა მასთან სახლში მძღოლი გააგზავნეს. ადგილზე მისულ მძღოლს სახლი ცარიელი დახვდა, თუმცა შესასვლელში სისხლის კვალი შენიშნა და პოლიციას გამოუძახა. პოლიციამ სისხლის კვალი სახლშიც იპოვა, რაც მიანიშნებდა იმას რომ სისხლიანი ცხედარი იატაკზე გადაადგილეს. დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები ვერ იპოვეს, საქმე მკვლელობის და ადამიანის გატაცების მუხლებითაა აღძრული.

გავრცლებული ინფორმაციით დეპუტატი კრიმინალური ავტორიტეტის საქმიანი პარტნიორი იყო. მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მათ კონფლიქტი მოუვიდათ და როგორც გამომძიებლები ვარაუდობენ, შიშკანი სიდოროვას გაუსწორდა.

2018 წლის 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი „ქურდული შეკრება“ ჩატარდა, რომელზეც რუსეთის მთავარი ქურდი აირჩიეს. #1 კანონიერ ქურდად შიშკანი აღიარეს. მან ამ სტატუსის მიღება მას შემდეგ შეძლო რაც წინამორბედი „#1ქურდი“ შაქრო კალაშოვი გამოძალვის გამო 10 წლით დააპატიმრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42