ლომი - ლომები გიჟდებიან სიურპრიზებზე, განსაკუთრებით კი ისეთი საჩუქრები მოსწონთ, რის გამოც ისინი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან.
ვერძი - ვერძებს მოსწონთ მოულოდნელობები,სპონტანური სიურპრიზები, ყველაფერი რაც დაეხმარებათ, რომ მოსაწყენ რუტინას და მოწყენილობას თავი დააღწიონ. ამიტომ, ისინი სიურპრიზებით ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან.
მშვილდოსანი - მათ ყველაზე მეტად მოულოდნელობები და სიურპრიზები მშვილდოსნებს უყვართ. მოსწონთ ისეთი მოულოდნელობები, რომლის გამოც რაიმე ახალი, საინტერესო და სასიამოვნო თავგადასავალი გადახდებათ. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის გულის მოგება გსურთ, პირველ რიგში, ეცადეთ სასიამოვნო მოულოდნელობებით გააოცოთ.
მერწყული - მერწყულები გიჟდებიან მოულოდნელობებსა და სიურპრიზებზე. მათ უყვართ როცა სხვები უკეთებენ სიურპრიზს და ამავდროულად, თავადაც მოსწონს სხვების გახარება სასიამოვნო მოულოდნელობებით.
სასწორი - მათ უყვართ ბედნიერების მომტანი სიურპრიზები. ისეთი სასიამოვნო მოულოდნელობები, რომელთა საშუალებითაც ყურადღების ცენტრში აღმოჩდებიან. სასწორები გიჟდებიან მოულოდნელ საჩუქრებზე და ისეთ ჟესტებზე, რომლებიც მზრუნველობას აგრძნობინებთ მაშინ, როცა არ ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






