ისრაელის მოქალაქე „აირზენას“ წინააღმდეგ - დალია ბარუხი ვარაუდობს, რომ ოქროს ნივთები თბილისში დაიკარგა
საზოგადოება - 16:22, 14 Jul, 2019     1431
საქართველოში სტუმრად მყოფი ისრაელის მოქალაქე დალია ბარუხი ამბობს, რომ მან თბილისიდან თელავივში მგზავრობის დროს, ბარგიდან ოქროს ნაკეთობები დაკარგა.


ტურისტი ისრაელიდან ვარაუდობს, რომ ოქროს ნივთები სწორედ თბილისში დაიკარგა. არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ მას, იგივე ოქროს ნივთები ბარგში ჰქონდა შენახული, როდესაც თელავივიდან თბილისში მოემგზავრებოდა, საქართველოში ჩამოსვლისა და შემოწმების შემდეგ კი ყველა ნივთი ადგილზე დახვდა. თუმცა, როდესაც უკან თელავივში გაემგზავრა, ბარგის გახსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პატარა ჩანთა, სადაც ოქროს ნივთები ჰქონდა შენახული, გახსნილი, ხოლო ოქროს ნივთები დაკარგული დახვდა.

მისი თქმით, თელავივის პოლიციას უკვე მიმართა და ახლა პასუხს „აირზენასგან“ ითხოვს.

ბრაუხი აცხადებს, რომ ნივთების დაკარგვის შემდეგ, სოციალური ქსელის რამდენიმე ჯგუფში დაწერა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც შეიტყო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და მსგავსი რამ ისრაელის სხვა მოქალაქეებსაც შეემთხვათ საქართველოში.

„ოქროულობა მქონდა ჩადებული, ერთი რამე არ დარჩენილა. სიგარეტი მქონდა პაკეტით და ისიც გაუხევიათ და ისე დაყარეს. კრისტალის რაღაცები უყიდა დედამისს ჩემმა ამხანაგმა საჩუქრად და ისინიც წაუღიათ ყველაფერი. ბევრი რაღაცები წაუღიათ... მილიციაში რომ წავედი, ვუთხარი, არ დავადებ ხელს, ან ისრაელში მოხდა ან საქართველოში. აქედან რომ წავედი, ჩავდე და ხელი არ მოუკიდებია, საქართველოში რომ ჩავედი ყველაფერი ისე დახვდა და რომ ჩამოვედი საქართველოდან ისრაელში, ყველაფერი ანგრეული იყო,“- ამბობს დალია ბარუხი.

ავიაკომპანია ”აირზენას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტვირთების გადაზიდვას აკონტროლებს, გამოიკვლევს თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„მთელი სამსახური მაქვს აეროპორტში, რომელიც მაგას მიხედავს. არიან სპეცსამსახურები, რომლებიც ამონიტორინგებენ მაგას. ყველა მხრიდან ვიდეოები დგას, თუ ვინმე რამეს მაიმუნობს, ვნახავ.... ეს შემთხვევა მილიონები ხდება საავიაციო გადაზიდვებზე. "აირზენას" რეისზეც ყოფილა ალბათ შემთხვევები, რასაკვირველია. თუ დავიჭერთ იმას, გადავცემთ პასუხისგებაში, გამოიკვლიონ და მერე თუ დადგება საკითხი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია ამაზე იქნება ცალკე მსჯელობა,“ - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42