ლონდონში ცნობილი რუსი ბიზნესმენის, იგორ ცუკანოვის შვილი, ვუნდერკინდი მევიოლინე, კატია ცუკანოვა გარდაიცვალა ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების შედეგად.
ხუთშაბათს საღამოს მედიაში ეჭვებს ნათელი მოჰფინა მილიონერმა ბიზნესმენმა და განაცხადა, რომ შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა წვეულებაზე მეგობრებთან ერთად მიღებული ნარკოტიკული ნივთიერების შედეგად გამოწვეული ზედოზირება, რომლის გამოც მას გულმა უმტყუნა და სახლში მოსვლისთანავე გარდაიცვალა.
,,ჩემი გოგონა ძალიან ბედნიერი იყო , მას ნათელი მომავალი ჰქონდა , ის საკმაოდ ჭკვიანი იყო, თუმცა არასწორი ნაბიჯი გადადგა. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, მშობლებს?! ბავშვები, ყოველთვის იქცევიან, ისე როგორც თვლიან შესაბამისი მომენტისთვის საჭიროდ და არასდროს გვეუბნებიან სიმართლეს “ ,- განუცხადა მედიას გარდაცვლილი მუსიკოსის მამამ.
გაზეთი THELEGRAPH ეხმიანება მომხდარ უბედურ შემთხვევას , სადაც წერია , რომ კატია ცუკანოვა ერთ-ერთი გამორჩეული მევიოლინე იყო დიდ ბრიტანეთში. იგი გარდაიცვალა რამდენიმე დღეში , მას შემდეგ, რაც გამართა კონცერტი ლონდონში , სამეფო თეატრში, კოვენტ-გარდენში. 2018 წელს იტალიურ მუსიკალურ ფესტივალში ,,suoni dal galfo “ - ში იგი საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსად აღიარეს.
მასალის გამოყენების პირობები






