"არანაირი რეაქცია არ ყოფილა, თუნდაც იმის გამო, რომ ბინტის გადახვევაში მომთხოვეს 30 ლარი" - 20 ივნისს ე.წ. რაკეტისებრი ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 19:35, 13 Jul, 2019     765
20 ივნისს, , ე.წ. რაკეტისებრი ტყვიით დაჭრილი ბიჭი, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები მშვიდობიან მომიტინგეებს ესროდნენ, ის დაჭრილების დახმარებას ცდილობდა და ფეხში 2 ტყვია მოხვდა.

მკურნალობის ხარჯების დასაფარად მან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებაში უთხრეს, რომ ჯერ გამოძიების დასრულებას ელოდებიან, მისი მდგომარეობა კი ყოველ დღე მძიმდება.

ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას დაზარალებულს ცენტრი „ემპათია“ ჰპირდება, თუმცა ნიკა ასლამაზიშვილი განმარტებას მოითხოვს, რატომ ვერ მოხვდა ის იმ პაციენტების სიაში, ვინც სახელმწიფოს მიერ დაზარალდა და, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯებიც სწორედ სახელმწიფომ უნდა დაფაროს.

„ძალის გადაჭარბების გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს შევუერთდი, ახალგაზრდობას, რომელიც მართლა პროგრესულად აზროვნებს და დასავლურ მიმართულებას ირჩევს. დაახლოებით, 20 ადამიანი ვიყავით, რომლებიც ფარებით ვცდილობდით ხალხის სახეები დაგვეფარა ტყვიებისგან. ამ დროს დამჭრეს ფეხში, გადამიყვანეს „ღუდუშაურში“.

იმ დღესვე იყო გაფორმებული ყველაფერი, რომ მე ჭრილობა მივიღე აქციაზე, აქციის დაშლის მომენტში. თუმცა რეაქცია საერთოდ არანაირი არ ყოფილა, თუნდაც იმის გამო, რომ ბინტის გადახვევაში მომთხოვეს 30 ლარი. მდგომარეობა ჩემი ფეხის არ იცდის, ფაქტი ეს არის. გამოძიებას, რომელიც გაწელილია დროში, ცალსახად ნათელია ყველაფერი, ძალიან რთულია, რომ ველოდოთ ორი და სამი თვე"- აცხადებს დაზარალებული, ნიკა ასლამაზიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42