skynews-ის ინფორმაციით 25 წლის მამაკაცი დააპატიმრეს, რომელმაც ორსული ქალი და მისი შვილი მოკლა.
26 წლის კელი მერი ფოურელი ლონდონში, თავის სახლში, საძინებელში მოკლეს დანის რამდენჯერმე დარტყმის შედეგად.
გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილის გადაყვანა მოასწრეს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში, თუმცა რამდენიმე დღიანი კრიტიკული მდგომარეობის შემდეგ, ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობის დროს გოგონას ოჯახის წევრებიც სახლში იმყოფებოდნენ , რომელთაც შემოესმათ კელის კივილის ხმა შემთხვევის მომენტში .
11 ივლისს, დეტექტივების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად კელი ფოურელისა და მისი შვილის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს 25 წლის მამაკაცი, - განაცხადეს სკოტლანდ იარდში. ეჭვმიტანილი ლონდონის ცენტრალური პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც ამ დრომდე რჩება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
აქამდე 37 და 29 წლის მამაკაცები დააკავეს 26 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობისა და დანაშაულთან არანაირი კავშირის ქონის გამო გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






