"თქვენ მე იდიოტად მთვლით?" - ზელენსკიმ უკრაინის საგადასახადო სამსახურის უფროსს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა
მსოფლიო - 15:46, 13 Jul, 2019     7786

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თათბირზე უკრაინის საგადასახადო სამსახურის უფროსს ალექსანდრ ვლასოვს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. მისი განცხადებით, ვლასოვი მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ვოლინის, კარპატისპირეთის, ლვოვისა ფა ჩერნოვიცკის საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელების გთავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ თანამდებობის პირთა გათავისუფლება ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, თუმცა, როგორც გაირკვა, თანამდებობიდან გათავისუფლების ნაცვლად, ვლასოვმა ისინი შვებულებაში გაუშვა.

ვლასოვმა პრეზიდენტს უპასუხა, რომ მან ისინი უბრალოდ თანამდებობას ჩამოაცილა, რაზეც ზელენსკი გაბრაზდა და მას პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა.

"თქვენ მე იდიოტად მთვლით? ჩვენ ყველას გვთვლით იდიოტებად? მინდა პირადად დაწეროთ განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. შვებულებაში კი არ წახვიდეთ, არამედ რეალურად გააკეთოთ ეს, თუ თქვენ ვერ ახერხებთ ადამიანებთან გამკლავებას, რომლებიც თქვენს ვერტიკალს ექვემდებარებიან. მითხარით ზუსტი დრო, როდის დაწერთ, რომ ეს Facebook-იდან კი არ გავიგო, არამედ რეალური ოფიციალური დოკუმენტებიდან," - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის პასუხად, ვლასოვმა განაცხადა, რომ დღესვე შეიტანს განცხადებას მტავრობის კანცელარიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42