ებრაული მედიის ინფორმაციით , მოსადისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მიერ უკანასკნელი 3 წლის მანძილზე 50 ტერორისტული აქტის პრევენცია მოხდა, რომლის დაგეგმარებასაც ახორციელებდა ISIS და ირანი - ტერაქტების უმრავლესი ნაწილი თურქეთში უნდა მომხდარიყო.
12 ტერაქტი თურქებმა აღკვეთეს მოსადის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციების დამსახურებით.
ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2010 წელს, როდესაც თურქულმა გემმა, მავი მარმარამ სცადა ღაზის ბლოკადის გარღვევა , თუმცა მათი მცდელობა აღკვეთეს ებრაელმა სამხედრობმა და დაპირისპირების დროს 9 აქტივისტი ,რომელიც ხომალდის გემბანზე იმყოფებოდა გარდაიცვალა.თურქეთის პრეზიდენტი , რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამ ინციდენტის შემდეგ მუდმივად ცდილობს ისრაელის გაკრიტიკებას.
მიუხედავად წარსულში მომხდარი ინციდენტისა, თურქები ყოველდღიურად იღებენ მოსადისგან სამხედრო-პოლიტიკური ღირებულების მქონე სადაზვერვო ინფორმაციებს , რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებსა და მოსალოდნელი ტერაქტების პრევენციას ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები






