დიდი შვიდეულის ქვეყნების: ბრიტანეთის, ამერიკის, კანადის , საფრანგეთის, იაპონიისა და გერმანიის ელჩებმა გააკრიტიკეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა შემუშავდეს და გაფართოვდეს ლუსტრაციის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და სხვა მაღალჩინოსანი ჩინოვნიკების საქმიანობას , რომლებიც იკავებდნენ თანამდებობებს 2014 წლის 23 თებერვლიდან მოყოლებული ,- ამის შესახებ თვითერის საკუთარ გვერდზე წერს დიდი შვიდეულის ფორმატში საფრანგეთის წარმომადგენელი.
,, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტიკური როტაცია წარმოადგენს ნორმას დემოკრატიულ ქვეყნებში, განსხვავებით არჩევნებში ყველა მონაწილისთვის აკრძალვის დაწესებისგან. პასუხისმგებლობის დაკისრება დამნაშავეთათვის, რომელთაც საკუთარი თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, წარმოადგენს სწორ ნაბიჯს. ამავე დროს, ჩვენი რწმენით უკრაინაში ამჟამინდელი მდგომარეობა ვერ შეედრება ღირსების რევოლუციის შემდგომ შექმნილ სიტუაციას ქვეყანაში’’ ,- ხაზგასმით განაცხადეს დიპლომატებმა
11 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში უმაღლეს რადას შესთავაზა, გააფართოვონ ლუსტრაციის კანონის თანახმად სამოქმედო არეალი , რომელიც შეისწავლის ყოფილი პრეზიდენტის, ყველა დეპუტატის, მინისტრების, უშიშროების მდივნისა და სხვადასხვა ჩინოვნიკების საქმიანობებს 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები






