აგერ უკვე რამდენიმე წელია, რაც ია ნათენაძე უვლის 92 წლის დედას, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული, იტანჯება ართროზით, ჰიპერტონიით, ვენების ვარიკოზული გაფართოებით.
„მე მყავს მარტოხელა დეიდა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ის ფსიქიური აშლილობით იტანჯება, ძალიან შემეცოდა და წამოვიყვანე ჩვენთან“ - გვიამბო ია ნათენაძემ.
ნინო იაშვილი 90 წლის არის. მას ქრონიკული კოლიტი აქვს, ფეხებს ძლივს ამოძრავებს, ძალიან მაღალი წნევა აწუხებს, შეტევის დროს აგრესიული ხდება და კარგავს კონტროლს.
თავად იაც ავად არის. ის საჯარო სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. 2007 წელს მას უბედური შემთხვევა შეემთხვა - , სკოლის ერთ-ერთ ოთახში მას რკინის კონსტრუქცია დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა. მარჯვენა ხელი ფაქტობრივად პარალიზებული აქვს, უჭირს დგომა და სიარული, მხოლოდ ყავარჯნით დადის.
„ვცდილობ არ მივაქციო ჩემს ტკივილებს ყურადღება და ღმერთს ვთხოვ ჯერ არ წამიყვანოს, რადგან ჩემს გარდა მოხუცებს ვერავინ მოუვლის, თუმცა გამოგიტყდებით - ძალიან მიჭირს მათი მოვლა“ - ამბობს ია ნათენაძე.
სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს საყოფაცხოვრებო პირობები, რომელშიც უწევს ამ სამ ქალბატონს ცხოვრება. სველი წერტილები, მათ შორის ტუალეტი, სააბაზანო, სამზარეულო - გამოსაყენებლად უვარგისია.
„პენსია იხარჯება საკვებსა და წამლებზე. ფულის უქონლობის გამო სანტექნიკას ვერ ვცვლი. ძალიან ვწვალობთ, დამაქვს წყალი ბოთლებით“ - გაგვიზიარა ია ნათენაძემ.
მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ ამ ადამიანების ტკივილი, არ ვაგრძნობინოთ მათ, რომ ისინი მარტო არიან და ჩვენ ისინი არ გვადარდებს!
თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათენაძეების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/479-natenadze/
მასალის გამოყენების პირობები






