"ერთადერთი დისშვილი მყავს, რომელიც მაკითხავს ხოლმე..." - მარტოხელა ქალი, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:47, 10 Jul, 2019     750

33 წელი ქირურგიის ინსტიტუტის რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად იმუშავა, უამრავი ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან, თუმცა დღეს ის არავის. ცხოვრების უკანასკნელ წლებს მარიამ ქავთარაძე მარტოობასა და სიდუხჭირეში ატარებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

მან გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი:

-მარიამ, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ?

მარიამ ქავთარაძე: მამა მეორე მსოფლიო ომში გარდაიცვალა, დედა - 40 წლის წინ. მე არ გავთხოვილვარ. დაბადებიდან ფეხი მტკივა და ეს ძალიან მზღუდავდა. სიყვარული ვერ ვიპოვე, ოჯახი ვერ შევქმენი. 33 წელი ექთნად ვიმუშავე რეანიმაციულ განყოფილებაში, ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში. 2003 წელს წამოვედი სამსახურიდან და ძალიან მწყდება გული, რომ მას შემდეგ არავის გავხსენებივარ... ერთადერთი დისშვილი მყავს, რომელიც მაკითხავს ხოლმე...

-ალბათ ძალიან გიჭირთ სირთულეებთან გამკლავება მარტო?!

მარიამ ქავთარაძე: ძალიან! შეხედეთ, მეზობლებმა წყალი ჩამოუშვეს ზედა სართულიდან და ჭერის შეკეთებაც არ უნდათ. ალბათ ჰგონიათ, რომ მალე მოვკვდები. პატრული გამოვიძახე, თუმცა ვერაფრით ვერ დამეხმარა.

-რა არის თქვენი შემოსავალი?

მარიამ ქავთარაძე: 200 ლარი პენსია და 60 ლარი სოციალური შემწეობა. თანხის ნახევარი წამლებზე მეხარჯება. დანარჩენი - პურზე.

-რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

მარიამ ქავთარაძე: საკვები, შიმშილით რომ არ მოვკვდე... მეგობრებო, გვსურს თქვენი ყურადღება ამ მარტოხელა ქალბატონის მდგომარეობაზე გავამახვილოთ. არავინ იცის ჩვენ რა გველის წლების შემდეგ, ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ არაერთ მოხუცს გავუთბეთ გული და ქალბატონ მარიამს არ დავტოვებთ მარტო!

თანხა შეგიძლიათ ჩერნოევცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ქავთარაძე)

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც:chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42