,,საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, რომელიც დაკავშირებულია გავრილოვის ვიზიტთან, რუსეთის ოკუპანტმა პრეზიდენტმა ავია რეისები საქართველოს მიმართულებით შეზღუდა. ვინაიდან ქალბატონი ლამზირა გახლავთ რუსეთის მოქალაქე და ცხოვრობს იქ, სწორედ ამის გამო ვერ ჩამოდის საქართველოში. თუმცა მინდა გითხრათ რომ მოდის კვირეულს სხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მაგალითად, ბერლინიდან 4 ოფიციალური სტუმარი, ასევე სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან. ასევე მოლაპარაკებები იყო სხვა ქვეყნებთან თუმცა განვითარებული მოვლენების გამო ამ ეტაპზე მათი მხრიდან იყო თავშეკავება ვიზიტზე. მე მჯერა რომ კვირეული წარმატებით ჩაივლის. და ჩვენ ვიტყვით ჩვენ სათქმელს. მოგეხსენებათ , რომ ,,არა ოკუპაციას" ამ მოტივით დიზაინერები სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილ ლუქებს უჩვენებენ. მჯერა რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწვდით მსოფლიოს ხმას რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინი უნდა შეჩერდეს. " -აცხადებს ფეშენ ვიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იოსებ კავკავაშვილი ,,დიანიუსთან" საუბრისას
მასალის გამოყენების პირობები






