"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას" - კავკასიის უნივერსიტეტი
საზოგადოება - 12:00, 09 Jul, 2019     1133

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თვითმართველობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ორგანოა და მის ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთი მაუწყებლის საავტორო გადაცემასთან დაკავშირებით 8 ივლისს განთავსებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას.

განცხადების შინაარსი არ ყოფილა რაიმე ფორმით განხილული უნივერსიტეტის რომელიმე ორგანოსთან. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითმმართველობის განცხადება არც სტუდენტთა საერთო პოზიციას გამოხატავს, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ ნაჩქარევად გავრცელებული განცხადება მალევე წაიშალა თვითმმართველობის მიერვე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულის თაობაზე კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუდმივ კავშირზე იყო მასმედიის ყველა დაინტერესებულ წარმომადგენელთან. სწორედ ამიტომ, ძალიან სამწუხარო და მიუღებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შემთხვევას არასწორი ინტერეპრეტაცია მიეცა და უარყოფით კონტექსტში განივრცო მთლიანად კავკასიის უნივერსიტეტზე.

კავკასიის უნივერსიტეტი მისი დაარსებიდან დღემდე არის უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების ერთგული ორგანიზაცია. ეს ფასეულობათა სისტემა უდევს საფუძვლად მის საგანმანათლებლო საქმიანობას, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და განვითარების ხედვას. შესაბამისად, ვერცერთი ცალკეული პიროვნების მოსაზრება თუ უპასუხისმგებლო გამონათქვამი ვერ მიაყენებს ჩრდილს უნივერსიტეტის საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42