"ბავშები ხშირად შიმშილობენ, მათ პურის ნატეხიც კი არ აქვთ ხოლმე... იატაკზე გვძინავს" - უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახს დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:09, 09 Jul, 2019     937
ძველი, შელახული, შუშებჩამტვრეული ფანჯრები, რომელთანაც ახლოს მისვლაც კი შემზარავია. შავი ობით არის დაფარული ყველა კედელი, იატაკი ჩამტვრეულია... ფეხი თუ დაგიცდება, მოტეხილობებს ვერ გადაურჩებით... აქ ყოფნა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, თუმცა გაბუნიების ოჯახი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით აქ ცხოვრობს!

ბავშები ხშირად შიმშილობენ, მათ პურის ნატეხიც კი არ აქვთ ხოლმე! ასე გააქვთ თავი დახმარების მოლოდინში და სხვის იმედზე ყოფნით.

ყველაზე პატარა - გაბრიელი, ოთხი თვისაა. იგი ძმებისა და დებისგან განსხვავებით ჯერ ვერ ხვდება რამდენად საშინელ პირობებში უწევს ყოფნა! გიგა ოთხი წლისაა, მისი ერთადერთი სათამაშოა - სადღაც ნაპოვნი მანქანაა. ხუთი წლის ილონა ნაყინზე ოცნებობს, მას ის არასოდეს გაუსინჯავს. ნიკოლოზი 12 წლისაა მას არ აქვს ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, რომ იაროს სკოლაში.

ბავშვების მამა - აკაკი, მუდმივად სამსახურის ძიებაშია. იშვიათად უმართლებს დღიურ მძიმე სამსახურებზე. გამომუშავებული 5-10 ლარით ბავშვებისთვის პურს ყიდულობს, რომ გადაატანინოს შიმშილი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გულგრილები ვიყოთ ამ ოჯახის გაჭირვების მიმართ! ჩვენს ხელშია ოთხი ბავშვის ბედი! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ!

გაბუნია ლეილამ - ოთხი შვილიშვილის ბებიამ გაგვიზიარა ოჯახის რთული ცხოვრება:

ლეილა რით ცხოვრობთ, რით საზრდოობთ?

გაბუნია ლეილა: სოციალური შემწეობა და ინვალიდობის პენსია, მთლიანობაში 600 ლარი არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ ამ თანხით. ძირითადად პურზე, მაკარონზე და კარტოფილზე გვყოფნის... აგრეთვე ელექტროენერგიის ფულსაც ვიხდით. ჩემს შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ოჯახზე ყველანაირად ზრუნავს და არანაირ სამსახურზე არ ამბობს უარს.

როგორ ცხოვრობენ ბავშვები ასეთ სახლში, ეს ხომ სახიფათოა?!

გაბუნია ლეილა: საშიშია ნამდვილად, ერთხელ პატარა გიგა კინაღამ ჩავარდა ჩანგრეული იატაკში. ზამთარში სულ ავადმყოფობენ, ფაქტობრივად უსახლკაროები ვართ. არ გვაქვს ფანჯრები, საწოლები - იატაკზე გვძინავს.

სახელმწიფო ორგანიზაციები თუ გეხმარებიან?

გაბუნია ლეილა: არაერთხელ მიმიმართავს დახმარებისთვის, რომ შეეკეთებინათ სახურავი, თუმცა ყოველთვის უარით მისტუმრებენ.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი გაბუნიების მრავალშვილიანი ოჯახისთვის იწყებს საქველმოქმედო აქციას. მათ საკვები პროდუქტები სჭირდებათ, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა!

თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. დაგვიჯერეთ, ბავშვები უბედნიერესები იქნებიან! მათი მისამართია: ქობულეთი, სოფელი ნაკაიძეები. ტელ.: 595 01 02 65.

თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი)

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42