"თბილის პრაიდი" გადაიქცა "თბილისი ჰაიდად" - ლევან ვასაძის მხარდამჭერებს შსს-სთან ლგბტ თემის წარმომადგენლები აღარ დახვდნენ
საზოგადოება - 20:40, 08 Jul, 2019     825
ლევან ვასაძის მხარდამჭერები შსს-ს შენობასთან მივიდნენ, თუმცა ადგილზე მისულებს ლგბტ თემის წარმომადგენლები აღარ დახვდნენ. პრაიდის აქცია შსს-სთან უკვე დასრულდა.


„თბილის პრაიდი“ გადაიქცა „თბილისი ჰაიდად“ ეს არის თავის გაბითურება - განაცხადა შსს-სთან მისულმა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძის თქმით, მისი მხარდამჭერები და „ქართული მარშის“ წევრები ვერ იქნებიან ყველგან.

„ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები იყონ ერთად, კურდღლებს შეუძლიათ ვარკეთილში აირბინონ რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდან გაიქცნენ. მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, რისთვისაც ვიყავით დილას აქ, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის ზეიმი და ტაშ-ფანდური. გესმით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ვიყოთ ყველგან.

"რუსთაველზე ყოფნისას ვთქვით, რომ არავითარი პრობლემა არ გვაქვს იმ ხალხთან ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია როგორც რუსული მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში ასევე გლობალისტური ლიბერალური მხრიდან თბილისში დასრულდება, საქართველო გამთლიანდება,“-ამბობს ვასაძე.

ვასაძე არ ეთანხმება, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ამბობს, რომ გავრილოვი საქართველოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2“-მა ჩამოიყვანა.

„მე მაგალითად იმ 96%-ს ვეკუთვნი, ვისაც მიაჩნია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, მაგრამ ვისაც მიაჩნიათ თქვას. მე ჩემი პოზიცია მაქვს მე მიმაჩნია, რომ იმ ღამეს მიუხედავად იმისა, რომ ის პროვოკაცია მოაწყვეს "ნაცებმა," "რუსთავი 2"-მა თქვენმა დამსაქმებელმა, რუსი დეპუტატის ჩაჯენა იმ კრესლოში, "ნაცებმა" და "ქოცებმა" ერთად ეს იყო ორი პარტიის მიერ მოწყობილი პროვოკაცია...

"ეს იყო ნაც-ქოცების მე მათ ვეძახი კოჰაბიტანტებს, ყველა უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. ნუ მიწყობთ დაკითხვას,“-ამბობს ვასაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42