ცნობიერების ამაღლება სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ადგილობრივ ბაზარზე "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" ტექნიკურირეგლამენტის განხილვა იყო სემინარის მთავარი თემა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.
აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2019 წლის ბოლოდან უნდა შევიდეს. სემინარზე აღინიშნა, რომ ბავშვები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ, უსაფრთხო იყოს. ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიზანიაუზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რეგლამენტიმომზადდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისგათვალისწინებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული რეგლამენტის შემოღება საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აქვს ნაკისრი. "ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ საქართველოს ბაზარზე შემოდის სხვადასხვა ტიპის სათამაშოები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - ბავშვებისთვის. შესაბამისად, ეს რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი და ჩვენს პატარებს შეეძლოთ ითამაშონ მხოლოდ მაღალი სტანდარტის და უსაფრთხო სათამაშოებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
სემინარს დაესწრნენ სათამაშოების მწარმოებლები, იმპორტიორები და რეალიზატორები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლებიდა სხვა დაინტერესებული მხარეები. მათთვის პრესენტაციები მოამზადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური დასამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ევროკავშირის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზეზედამხედველობის ექსპერტები გაერთიანებული სამეფოდან.
სემინარი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსშესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განსავითარებლად" ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






