,,22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული.
ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.
ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ '' ,- განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა .
TBILISI PRIDE-ის ხელმძღვანელები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და მისცეს საშუალება ,,ღირსების მარშში'' მონაწილე ადამიანებს კანონის ფარგლებში გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება.
მასალის გამოყენების პირობები






