რამდენიმე დღის წინ გიბრალტარის მთავრობამ, რომელიც ბრიტანეთის ზედამხედველობის ქვეშაა, დააკავა ირანული სატვირთო ხომალდი იმ დროს , როდესაც გემს გადაჰქონდა სირიისთვის იმ ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაში საწვავი, რომელიც ევროკავშირის მიერ დადგენილ სანქციათა სიაშია მოქცეული.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი, მოსენ რეზაი, რომელმაც განაცხადა: ,,თუ ბრიტანეთი ირანს ტანკერს არ დაუბრუნებს, შესაბამისი პასუხისმგებლობის ორგანოების მოვალეობა იქნება, დააკავონ ბრიტანული ნავთობგადამზიდი ტანკერები, როგორც საპასუხო ქმედების გამოხატულება ირანული მხარისგან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოიძახა ბრიტანეთის ელჩი ირანში, რომელსაც განუცხადა უკმაყოფილება და პროტესტი აღნიშნულ მოვლენასთან მიმართებით და ბრიტანეთის ქმედებას უკანონო უწოდა ნავთობის გადამზიდი ტანკერის დაკავების გამო.
მასალის გამოყენების პირობები






