ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ჩანს, გულგრილია ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ, ამ ბავშვების ბედი არც მერიას აინტერესებს და არც მაჟორიტარ დეპუტატს.
ჩვენ ვესაუბრეთ მრავალშვილიან დედას ნარგიზა გორგოძე-გველესიანს:
- რამდენი წელია ამ შენობაში ცხოვრობთ?
ნარგიზა: ეს ყოფილი სტამბის შენობაა. სახელმწიფომ შეგვასახლა აქ.
-დროებით?
ნარგიზა: არა, საკუთრებაში გადმოგცეს. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს,
-რატომ?
ნარგიზა: მე და ცემს მეუღლეს არ გაგვაჩნია არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ. თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში.
-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?
ნარგიზა: სოციალური შემწეობის თანხა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევ, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის.
-თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? ხომ არ მიგიმართავთ მისთვის დახმარების თხოვნით?
ნარგიზა: არა, არ მიგვიმართავს. თქვენ მოგმართავთ ახლა, რომ გაგვიწიოთ შუამდგომლობა დეპუტატთან, რომ მოგვაქციოს მან ყურადღება.
-არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ნარგიზა: მე ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ბავშვის ჩანასახში მოკვლა. ბავშვები - ეს ქვეყნის მომავალია! მე მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილებს არ მიატოვებს და მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები!
მეგობრებო, გორგოძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ბაღდათი, თამარ მეფის 13, ტელ.: 595469227.
თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გორგოძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/473-gg/
მასალის გამოყენების პირობები






