პარალელურად რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა დაღუპული მეზღვაური სანკტ-პეტერბურგის საიდუმლო სამხედრო ნაწილში ირიცხებოდა და ეს დანაყოფი ღრმაწყლოვანი საიდუმლო წყალქვეშა სადგურის ექსპლუატაციას უზრუნველყოფდა, რომელშიც მცირე ზომის ატომური რეაქტორიცაა განთავსებული. მეზღვაურები რუსეთის თავდაცვის უწყების ღრმაწყლოვანი კვლევების განყოფილებას ექვემდებარებოდნენ, აღნიშნული განყოფილების შესახებ ინფორმაცია კი „სრულიად საიდუმლო“ გრიფი ახლავს. წყალქვეშა ნავი АС-12-ია, რომელიც "ლოშარიკის" სახელითაა ცნობილი.
ნორვეგიის ატომური უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა Reuters-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა მათ შეატყობინეს, რომ ბარენცის ზღვაში, წყალქვეშა ნავის ბორტზე გაზი აფეთქდა, მისი თქმით, ბორვეგიას რადიაციის ანომალიური დონე არ დაუფიქსირებია. ნორვეგიისთვის რაიმე მსგავსი შეტყობინების გაგზავნას უარყოფს რუსული მხარე და გამოძიება ჯერ ისევ ელქტროენერგიის მიზეზით გაჩენილი ხანძრის ოფიციალურ ვერსიას ახმოვანებს.
შეგახსენებთ, 2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში რუსული ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავი, „კურსკი“ ჩაიძირა. ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა. „კურსკის“ ტრაგედია დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ამოუცნობ კატასტროფად. პუტინის პრეზიდენტობა სწორედ ამ ტრაგედიით დაიწყო, რუსულ სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ პუტინი წყალქვეშა ნავის ტრაგედიით დაიწყო და წყალქვეშა ნაბის ტრაგედიით დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






