ბორის ჯონსონის დამცინავი პასუხი პუტინს: "ქვეყანაში სადაც ლიბერალიზმს დასცინიან, მოსახლეობის 12%-ი ქუჩის ტუალეტებში დადის"
მსოფლიო - 12:27, 02 Jul, 2019     1942

ლონდონის ექს-მერი და ბრიტანეთის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ბორის ჯონსონი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ერთ-ერთ ფავორიტად განიხილება, ლიბერალიზმთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას The Telegraph-ის სვეტში პასუხობს. ჯონსონმა პუტინის განცხადებას „კოლოსალური სისულელე“ უწოდა:

„პირდპირ რომ ვთქვათ, ვლადიმირ, მსოფლიოში არიან ქვეყნები, სადაც კაპიტალი, როგორც ამბობენ, თავმოყრილია ოლიგარქებისა და ლიდერის დამქაშების ხელში, სადაც ჟურნალისტებს კლავენ, სადაც „ლიბერალურ ღირებულებებზე“ იცინიან, სადაც „როსსტატის“ მონაცემებით, მოსახლეობის მესამედს ორ წყვილ ფეხსაცმელზე მეტი არ აქვს, ადამიანების 12% კი ქუჩის ტუალეტებში დადის, რეალური შემოსავლები კი 5 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება.“- წერს ჯონსონი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა G20-ის სამიტამდე მიცემულ ინტერვიუში ლიბერალიზმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიბერალიზმი მოძველდა, ფუნქცია ამოწურა და ადამიანების უმრავლესობის ინტერესებთან კონფლიქტშია

„ლიბერალები ვერავის ვეღარაფერს უკარნახებენ, როგორც ამას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ. ლიბერალური იდეა მოძველდა. ის კონფლიქტშია მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან. ლიბერალური იდეა უშვებს იმას, რომ არაფრის გაკეთება არაა საჭირო.“- განაცხადა პუტინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42