რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სერ ელტონ ჯონს შორის დაუსწრებელი პოლემიკა გაიმართა.
27 ივნისს Financial Times-თან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ლიბერალური ღირებულებების იდეა დრომოჭმულია, რადგან ის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"ჩვენ ისედაც ჰომოფობებად გვთვლიან, არადა მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეთ და იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ, თუმცა ზოგიერთი რამ ჩვენთვის ზედმეტია. მოიგონეს 5 თუ ექვსი სქესი, წარმოთქმაც კი მიჭირს, არ ვიცი რას ნიშნავს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი კულტურა, ტრადიციები, რითიც მილიონობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს," - აღნიშნა პუტინმა.
პუტინს 28 ივნისს ელტონ ჯონმა ინსტაგრამში უპასუხა:
"მე თქვენს განცხადებას ორპირობად ვთვლი. ერთის მხრივ თქვენ აცხადებთ, რომ ლგბტ საზოგადოებას "ყველაფერი კარგად ჰქონდეს", "მათი საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ" და ამავე დროს თქვენ ძალიან დააცენზურეთ "როკეტმენი", ამოიღეთ ყველა მ ინიშნება იმისა, რომ მე ბედნიერება ედუარდთან ვიპოვე, რომელთანაც 25 წელია ვცხოვრობ და 2 ვაჟს ვზრდით. ეხ ფარისევლობაა," - დაწერა ბრიტანელმა რაინდმა.
ელტონ ჯონს პუტინი G20-ის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი ცდება.
"პირადად მე მას დიდ პატიოვს ვცემ, გენიალური მუსიკოსია. ის ხომ ჩამოდის ჩვენთან და მნას ვუსმენთ, დიდი სიამოვნებით. მე ვფიქრობ, რომ ის ცდება," - აღნიშნა პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






