ვლადიმირ პუტინი: რუსეთის პრეზიდენტის სანქციებს წამოეგება ადამიანი, ვისაც აზროვნების უნარი არ აქვს
საზოგადოება - 10:37, 30 Jun, 2019     2095

"ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ, ეწვიოს საქართველოს, აქ ძალიან მეგობრული და საოცრად კარგი ხალხია" - ამის შესახებ კომპანია Minewall-ის დამფუძნებელმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ეწვია. მისი თქმით, ის საქართველოში პირველადაა და ქვეყნის არქიტექტურით, ხალხის სტუმართმოყვარეობით და კონფერენციაში მონაწილე ადამიანებით მოხიბლულია.

„ძალიან საინტერესო ივენთი გამოვიდა. სპიკერებიც, ორგანიზატორებიც ძალიან საინტერესო ხალხია. მთლიანობაში ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავია. აუცილებლად დავესწრები სხვა კონფერენციებსაც, რომელიც საქართველოში მომავალში გაიმართება. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვარ, მაგრამ იმისთვის, რომ შთაბეჭდილება შევიქმნა, საკმარისია. აქ ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ცხოვრობს, მთლიანობაში ძალიან მომეწონა ქვეყანა. აქ მშვიდი ვითარებაა. ყველაფერი ძალიან ლამაზია. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ეროვნულმა ცეკვებმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოვლენებს, ორგანიზატორებმა მაშინვე გვითხრეს, რომ ინფორმაცია, რომელიც რუსეთში ვრცელდება, გადაჭარებბულია. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ არ უნდა ვენდოთ ყველაფერს, განსაკუთრებით რუსული მასმედიის საშუალებებს, ჩვენთან ამ მხრივ ძალიან ცუდი სიტუაციაა. მე მითხრეს, რომ აქ სიმშიდეა, უბრალოდ, ხალხი გამოვიდა მიტინგზე, რაც ნორმალურია. ჩვენთანაც არის მიტინგები, უბრალოდ, ჩვენი მასმედია ამას არ აშუქებს.

რა შეეხება სანქციებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დაუწესა საქართველოს, ვგულისხმობ ავიარეისების აკრძალვას, ვფიქრობ, ამაზე ის ადამიანები წამოეგებიან, ვისაც თავისით აზროვნების უნარი არ აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, მე ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ აქ ჩამოსვლას. შემოვლითი გზებით თუნდაც. ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი აუცილებლად უნდა ეწვიოს ამ უმშვენიერეს ქვეყანას!"- აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს დედაქალაქმა 10-ზე მეტი ქვეყნის 100 წარმომადგენელს ბიზნესცენტრ „ტერმინალში" უმასპინძლა. საერთაშორისო კონფერენციას - "ციფრული ციებ-ცხელება თბილისში" სფეროს ენთუზიასტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ესტუმრნენ. ციფრული ინდუსტრიის ლიდერები - ბიზნესმენები, სტარტაპერები, საჯარო მოხელეები, აიტი სპეციალისტები, ინვესტორები საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით შექმნილ ვითარებას ეცნობიან და ქართულ ეკონომიკაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობებსაც განიხილავენ. არაფორმალური შეხვედრების ნაწილში კი სტუმრები მცხეთას და მის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებენ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან - Digital Georgia (საერთაშორისო ინიციატივა საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის მიმართულებით) და Crypto Tour Georgia (ციფრული ბიზნესტურიზმის ოფიციალური ტუროპერატორი საქართველოში)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42