"მამაშენს დაურეკე და რითაც გინდა იმით დაუმტკიცე, რომ ცუდს არ აკეთებ"- რა მისწერა დედამ 16 წლის შვილს, რომელსაც 7 თვის შვილის სასტიკ მკვლელობას ედავებიან
საზოგადოება - 17:01, 28 Jun, 2019     8561

ხმაურია ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ერთმანეთს 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედისახლობლები და მოკლული ჩვილის მამის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

მოკლული ჩვილის მამის ახლობლები მომხდარში 16 წლის გოგოს დედას ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ქალს შვილის განზრახვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა კიდეც.

ისინი ამის დასტურად მოკლეტექსტურ შეტყობინებას ასახელებენ, რომელიც ბრალდებულს დედამ მისწერა.

"მესიჯში დედა შვილს გარკვეულ გაფრთხილებას აძლევს: ,,მამაშენს დაურეკე და ელაპარაკე და რითაც გინდა იმით დაუმტკიცე, რომ ცუდს არ აკეთებ. სული არ გასძვრეს". რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დედამ იცოდა, რას აპირებდა მისი შვილი. ნათიას ძალზე ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა დედასთან. ჩვენს ოჯახში ყოველთვის ამბობდა, რომ დედა სძულდა. არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ მასზე შურისძიებისთვის გააკეთა ეს ყველაფერი. მოვითხოვთ, ბრალდებულს მიესაჯოს ბრალით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი", - განაცხადა ბრალდებულის მეუღლის მამიდამ.

ბრალდებულის დედა კი აცხადებს, რომ შვილთან კონფლიქტი არ ჰქონია და არასრულწლოვან შვილს მხოლოდ რჩევა-დარიგებებს აძლევდა.

საზარელი შემთხვევა 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42