"ერთ გაპარტახებულ ოთახში მხოლოდ რკინის 2 საწოლია,რომლებიც მაგიდის ფუნქციასაც ითავსებენ..." - გორგოძეების უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:44, 28 Jun, 2019     2739

გორგოძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა უკვე დიდი ხანია, რაც სიღარიბის ზღვარს გადააბიჯა. ეს ბავშვები, რომლებსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ მოკლებულნი არიან ნორმალურ საჭმელს და წამლებს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. ისინი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ და თუ საზოგადოება დროულად არ დაეხმარება, მათ განვითარების შანსი არ გააჩნიათ. მთელი ოჯახი შეყუჟულია ერთ პატარა გაპარტახებულ ოთახში, სადაც არც წყალია და არც გაზი, არც გათბობა და არც ავეჯი. იქ მხოლოდ რკინის 2 საწოლი დგას, რომლებიც იმავდროულად მაგიდის ფუნქციასაც ითავსებენ.

ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ჩანს, გულგრილია ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ, ამ ბავშვების ბედი არც მერიას აინტერესებს და არც მაჟორიტარ დეპუტატს.

ჩვენ ვესაუბრეთ მრავალშვილიან დედას ნარგიზა გორგოძე-გველესიანს:

- რამდენი წელია ამ შენობაში ცხოვრობთ?

ნარგიზა: ეს ყოფილი სტამბის შენობაა. სახელმწიფომ შეგვასახლა აქ.

-დროებით?

ნარგიზა: არა, საკუთრებაში გადმოგცეს. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს,

-რატომ?

ნარგიზა: მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვაჩნია არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ. თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში.

-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?

ნარგიზა: სოციალური შემწეობის თანხა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევს, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის.

-თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? ხომ არ მიგიმართავთ მისთვის დახმარების თხოვნით?

ნარგიზა: არა, არ მიგვიმართავს. თქვენ მოგმართავთ ახლა, რომ გაგვიწიოთ შუამდგომლობა დეპუტატთან, რომ მოგვაქციოს მან ყურადღება.

-არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ნარგიზა: მე ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ბავშვის ჩანასახში მოკვლა. ბავშვები - ეს ქვეყნის მომავალია! მე მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილებს არ მიატოვებს და მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები!

-რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად?

ნარგიზა: არ გვაქვს ტელევიზორი, მაცივარი, გამათბობელი, სარეცხი მანქანა...

მეგობრებო, გორგოძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს.

მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ბაღდათი, თამარ მეფის 13, ტელ.: 595469227.

თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გორგოძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/473-gg/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42