29 წლის ხათუნა ხვედელიანი, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.
„მჯეროდა და მინდოდა რომ დაგეძლია, რომ ერთ დროს, უბრალოდ რთულ მოგონებად გაგეხსენებინა ეს ყველაფერი. რთულია შენზე წარსულში ლაპარაკი, რთულია შენთვის შესაფერის ყვავილზე ფიქრი, ვერ ვიაზრებ და კიდე ვერ ვაანალიზებ რომ აღარ ხარ, ხათო. ძალიან ბევრს დაგვწყვიტა გული. ძალიან უსუსურად ვგრძნობ თავს. და ძალიან მენანება ასეთ ლამაზი გოგოს ყველაზე დიდი უბედურება, რომ დაატყდა თავს. არ მომეძებნება სიტყვები რომ რამე ვთქვა" - წერს დაღუპულის ერთ-ერთი მეგობარი.
29 წლის გოგო, 8 თვის ორსული იყო, როდესაც მოულოდნელი დიაგნოზის გამო ნაყოფი დაეღუპა ხოლო, მისი მდგომარეობა გართულდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






