ილდირიმმა დამარცხება უკვა აღიარა და მოწინააღმდეგეს მიულოცა.
„მე ვულოცავ ჩემს კონკურენტს და წარმატებას ვუსურვებ. ამ არჩევნებმა კიდე ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ ქვეყანაში უპირობო დემოკრატიაა. ვისურვებდი, რომ იმამოღლუმ მთელი თავისი ძალისხმევა ჩადოს ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების მსახურებაში.“- განაცხადა ილდირიმმა.
თავად იმამოღლუმ თავის წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან.
„სტამბოლის გადაუდებელი პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელია ადგილობრივი ადმინისტრაციისა და ცენტრის კოორდინაცია. მე მზად ვარ ვიმუშაო, არანაირი პოლიტიკა არ აღემატება მოსახლეობის საჭიროებებს, ისეთი როგორიცაა სიმშვიდე, ჯანდაცვა, მუშაობის შესაძლებლობა“- განაცხადა იმამოღლუმ.
პოლიტიკური თვალსაზრისით სტამბოლის მერის პოსტი ეს მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის დიდი დასაწყისია. სწორედ სტამბოლის მერი იყო მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი 1994-1998 წლებში და სწორედ მისი სიტყვებია,რომ „ვინც მართავს სტამბოლს, მართავს თურქეთს“. სწორედ ამიტომ სტამბოლის მერის არჩევნებს საერთაშორისო ექსპერტები ერთგვარად ერდოღანის მმართველობასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმად მიიჩნევდნენ.







მასალის გამოყენების პირობები






