სამართლებრივი დავა – ,,Glovo“ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ
საზოგადოება - 11:00, 23 Jun, 2019     6950

ციფრულ სამყაროში დომენების მითვისების პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს და ძალიან პოპულარულია. აქედან გამომდინარე ყოფილა შემთხვევები, როცა კომპანიები მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (WIPO) მიმართავენ და სამართლებრივი დავის წარმოებით ცდილობენ კუთვნილი ელეტრონული მისამართის დაბრუნებას.

სავაჭრო ნიშნით ქვეშ არსებული სახელის დაცვის გამოცდილება აქვთ ისეთ დიდ კომპანიებს, როგორებიცაა eBay, Microsoft, Trump Organization, Facebook და სხვა. WIPO-ს ბორდი განიხილავს თითოეულ ქეისს და დომენის მითვისების დადასტურების შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს უბრუნებს თავის კუთვნილ ელეტრონულ მისამართს.

მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორნაგიზაციამ გასულ წელს .ge ზონაში შექმნილი დომენის მითვისების საქმე განიხილა, რომელიც კომპანია Glovo–სა და საქართველოს მოქალაქეს შორის დავას შეეხებოდა.

გლოვოს საქართველოში შემოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთმა მოქალაქემ დაარეგისტრირა ორი დომენი: glovo.ge და glovoapp.ge. ხოლო მას შემდეგ რაც კომპანია ბაზარზე შემოვიდა, აღმოაჩინა, რომ აღნიშნული დომენები დაკავებული იყო, რის შემდეგაც WIPO-ს მიმართა შემდეგი ბრალდებით:

1. გამოყენებული დომენები საეჭვოდ ჰგავს Glovo-ს სავაჭრო ნიშანს;

2. დომენის მფლობელს არ აქვს არანაირი უფლება ან სამართლიანი ინტერესი დარეგისტრირებულ ვებ-გვერდებთან მიმართებით;

3. მოპასუხე მხარემ დაარეგისტრირა და გამოიყენა დომენები ცუდი განზრახვით. (კომპანია ამას ვაჭრობის შინაარსის შემცველი სატელეფონო ზარებზე დაყრდნობით აცხადებდა);

საქართველოს მოქალაქე კი, თავის მხრივ, ორ საკითხს გამოყოფდა:

1. ის არ ფლობდა ინფორმაციას ამ დასახელების კომპანიის არსებობის შესახებ;

2. მან დომენები დაარეგისტრირა ხელთათმანების (gloves) ბიზნესის დაწყების მიზნით;

მოპასუხე მხარე ასევე აღნიშნავდა, რომ გლოვოს არ ჰქონდა არანაირი რელევანტური სავაჭრო ნიშანი საქართველოში მაშინ, როცა დომენები დარეგისტრირდა. შესაბამისად, უარყოფდა მათი ცუდი განზრახვით გამოყენების ბრალდებას.

მტკიცებულებების ერთიანად გამოკვლევის შემდეგ WIPO-მ განაცხადა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები მოკლებული იყო საღ აზრს რამდენიმე თვალსაზრისით:

1. ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მართლაც აპირებდა ხელთათმანების ბიზნესის წარმოებას;

2. არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი ბიზნესის წამოწყების პროცესში მას შემდეგ, რაც დომენი დარეგისტრირდა;

3. არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარემ მოძებნა ინფორმაცია გლოვოს შესახებ და ვერ მიიღო;

სწორედ ამიტომ მოპასუხე მხარის არგუმენტები WIPO-მ მტკიცებლებად არ მიიჩნია. და გამოიტანა დასკვნა, რომ დომენები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით იყო დარეგისტრირებული. ასევე დადასტურდა რომ მართლაც განხორციელდა სატელეფონო ზარები, სადაც საქართველოს მოქალაქე კომპანიას 10,000 ევროს სანაცვლოდ სთავაზობდა დომენებს. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით WIPO-მ გადაწყვეტილება გლოვოს სასარგებლოდ მიიღო და glovo.ge და glovoapp.ge კომპანიას გადასცა.

სწორედ WIPO-ს ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უზრუნველჰყოფს .ge ზონაში დარეგისტრირებული თითოეული დომენის დაცულობას და ამცირებს კიბერ მითვისების შემთხვევათა რიცხვს.

ქართულ დომენურ ზონაში მომხდარი სხვა სამართლებრივი დავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://nic.ge/ka/domains/legal-disputes-and-decisions





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42