დაშავებულის და აცხადებს, რომ გოგონა სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. პარლამენტის შენობასთან კი მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ მეტროს ვერ ჩაუსწრეს.
“უნდა ჩასულიყო თავისუფლების მოედანზე, უნდა გაეჩერებინა ტაქსი და დაბრუნებულიყო სახლში. მოედნიდან მომავალი უამრავი სპეც. რაზმელი დახვდა, რის შემდეგაც შემობრუნდა და გამოიქცა ეკლესიის მიმართულებით. გამოქცევის დროს მოხვდა ტყვია. რაც შეეძლო, გადააბა სიტყვები და მითხრა, იყო ეს”, - უთხრა მედიას დაზარალებულის და.
დაზარალებულის და სახელმწიფოსგან მკურნალობის ყველა ხარჯის დაფინანსებას ითხოვს.
“მკურნალობისა და ოპერაციის შემდეგ დასჭირდება სავარაუდოდ პლასტიკური ჩარევა და ხელოვნური თვალი. ჯერჯერობით, ოჯახის წევრებთან ჯანდაცვის სამინისტროდან კომუნიკაცია არავის ჰქონია. ოფთალმოლოგმა და ყბა-სახის ქირურგმა იმუშავეს. ახლა დაკვირვების პროცესშია.
არამარტო ეს ოპერაცია, რაც ახლა უნდა გაუკეთონ, არამედ ყველაფერი ის უნდა დაუფინანსდეს, რაც დასჭირდება მისი ისეთი ვიზუალის აღდგენას, როგორიც ჰქონდა. ის არ ყოფილა აქციის მონაწილე, არაფერი მოუთხოვია. იმას არ ვამბობ, რომ ვინც იდგა და ითხოვდნენ, იმას არ უნდა დაეხმარონ. არა. უბრალოდ ის იყო გამვლელი, რომელსაც მოხვდა ტყვია. მოხვდა სახეში. ვიცი, რომ რეზინის ტყვიებს ფეხებში უმიზნებენ… მას კი სახეში მოხვდა. ექიმმა მითხრა, რომ ტყვიამ გაიარა ძალიან იმ საშიშ ზონასთან, რომლის დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება, მომკვდარიყო"- თქვა გოგონას დამ.
მასალის გამოყენების პირობები






